სამართალი
ფოთის პროკურორის მანქანა დაცხრილეს
ფოთის მთავარი პროკურორის ალექსანდრე გოგუაძის მანქანა უცნობმა პირებმა დაცხრილეს. შემთხვევის დროს ის ავტომობილში იმყოფებოდა, თუმცა გადარჩა. მას დაზიანებები არ აღენიშნება.

შემთხვევა, ქალაქ ფოთში დაახლოებით, 1 საათის წინ მოხდა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, მომხდარი გოგუაძის ერთ-ერთ საგამოძიებო საქმეს უკავშირდება.

თავადასხმის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.

Print