სამართალი
ავტოსაგზაო შემთხვევას წალენჯიხაში 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც რადიო "ათინათს" ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოდან აცნობეს, დაშავებულია ასევე 6 ადამიანი, რომელთაგან 2 თბილისისა და ქუთაისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს, დანარჩენ 4-ს კი სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა ზუგდიდის ჰოსპიტალში.

ავარიის ზუსტი მიზეზები უცნობია.

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარებს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ზომების დარღვევას გულისხობს, რამაც 2-ზე მეტი ადამანის გარდაცვალება გამოიწვია.
Print