სამართალი
ალექსი პეტრიაშვილს ესროლეს
"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი დაჭრეს. გასროლის შედეგად მას სამი ჭრილობა აქვს მიყენებული და ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

„თავისუფალო დემოკრატების“ წევრის ნინო გოგუაძის განცხადებით, პეტრიაშვილს თავს ლევან მიქელაძის სასაფლაოზე დაესხნენ.

„მივმართავთ სამართალდამცავებს, უსწრაფესად იქნას გამოძიებული მომხდარი ფაქტი", - აცხადებენ პარტიაში.

პარლამენტარი ირაკლი ჩიქოვანი რადიო“ათინათთან“ საუბარში აცხადებს,რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს,რადგან პარლამენტში იმყოფებოდა. „ახლა ვარკვევ დეტალებს,მეც ინფორმაციის გადამოწმება მიწევს,რა და როგორ“,-განაცხადა მან.

Print