სამართალი
ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის საქმის განხილვა გრძელდება
ტელეკომპანია "რუსთვი2"-ის ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმის განხილვა ფორსირებულ რეჟიმში მიმდინარეობს და არ გამორიცხაენ, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადოს.

"იქედან გამომდინარე, რომ სასამართლოს ქმედებებში ნათლად ჩანს, რომ ისინი მიკერძოებულები არიან, არაერთხელ გახდა ეს აცილების საფუძველი, თუმცა მათ არ აიცილეს. შესაბამისად, შესაძლებელია მათი აცილების საკითხი ამ პროცესზეც დავაყენოთ”, - განაცხადა იურისტმა თამთა მურადაშვილმა.

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია კი არ არის დარწმუნებული, რომ ერთ სხდომაში მოესწრება დარჩენილი ყველა ეტაპის გავლა. იგი არ იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ სასამართლო პროცესების დაჩქარება ხდება. 


Print