სამართალი
პროკურატურა - სულხან მოლაშვილის წამების საქმეზე
მთავარ პროკურატურაში აცხადებენ,რომ სულხან მოლაშვილის წამების საქმის გამოძიების პროცესში ათეულობით საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული. დაკითხული არიან დროებითი მოთავსების იზოლატორის და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები, მათ შორის სამედიცინო განყოფილების ექიმები, ექთნები, ასევე მის სხეულზე ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილე ექსპერტები.

უწყების ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მიერ სულხან მოლაშვილის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში, აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება მის მიმართ დაკავების დროს განხორციელებული შესაძლო ძალადობრივი მოქმედებების და სამართალდამცავთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე 47 წლის ასაკში დღეს პარიზში ღვიძლის უკმარისობის მიზეზით გარდაიცვალა.


Print