სამართალი
პრემიერ-მინისტრი დემურ სტურუას საქმეზე
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ გარდაცვლილ დემურ სტურუას საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. "ძალიან კარგია, რომ გოდერძი თევზაძე არის დაკავებული, მას აქვს სრული უფლება, რომ დაიცვას თავისი უფლებები", - განაცხადა პრემიერმა.

დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი გოდერძი თევზაძე სამართალდამცავებს გუშინ ჩაბარდა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. იგი მიმალვაში იმყოფებოდა.

ამავე თემაზე:


სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი მიმალვაშია

დაპირისპირება სამტრედიის პოლიციასთან გამართულ აქციაზე (ვიდეო)
Print