სამართალი
სუს-მა ენმ-ის წევრები დაკითხვაზე დაიბარა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უწყებები „ნაციონალური მოძრაობის“ იმ წევრებს გადაეგზავნებათ, რომლებიც ინტერნეტით გავრცელებულ ჩანაწერში ფიგურირებენ.

"მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა“, - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

Print