სამართალი
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ "ენმ"-ს სარჩელი არ დააკმაყოფილა (ვიდეო)
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სარჩელი განმუხურის 38-ე უბანში ხმების ხელახალი გადათვლის შესახებ არ დააკმაყოფილა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო. თუმცა, აქვე განმარტა, რომ მოწმეების ჩვენებისა და მტკიცებულებების საფუძველზე 38-ე უბანში დარღვევები იყო, რის საფუძველზეც ხმები გაბათილდა.

„ენმ“-ს წარმომადგენლის კობა კვარაცხელიას თქმით, არჩევნების გაყალბებაში ძალისმიერ სტრუქტურასა და ხელისუფლებასთან ერთად ჩართულია სასამართლოც. მისი განმარტებით, ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს.

,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის'' მიერ წარმოდგენილი რვა საჩივრიდან კი მხოლოდ ორი დაკმაყოფილდა.

Print