სამართალი
გიგი უგულავა საპატიმროს დატოვებს
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გიგი უგულავა სასჯელაღსრულებით დაწესებულებას დატოვებს. მოსამართლეთა კოლეგიამ თბილისის ყოფილი მერი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი რიყის ეპიზოდთან დაკავშირებით უდანაშაულოდ ცნო.

"თბილსერვისის" ეპიზოდში კი სასამართლომ უგულავას ერთი წლით, სამი თვითა და 22 დღით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა სასჯელის ათვლა დაიწყო მისი ფაქტობრივი დაპატიმრებიდან.

სააპელაციო სასამართლოდ მიერ დადგენილი სარჩელის ვადა დღეს იწურება.
Print