სამართალი
მტკვარში, სავარაუდოდ, ზუგდიდელ მამაკაცს ეძებენ
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები, მეხუთე დღეა, მდინარე მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარს ეძებენ. გავრცელებული ცნობით, მამაკაცი რამდენიმე დღის წინ ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლეს და მტკვარში გადააგდეს. არსებული ინფორმაციით, მოკლული მამაკაცი ზუგდიდელია.

შს სამინისტროს ცნობით, მკვლელობის ფაქტი უკვე გახსნილია და პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა. მათგან ერთი პირი "სისხლის სამართლის კოდექსის" 108-ე მუხლითაა დაკავებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, მეორეს კი ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება.

Print