"ეროვნული ფორუმი" სავარაუდოდ კოალიციის შემადგენლობიდან გავა
"ეროვნული ფორუმის" ყრილობაზე წინასწარი გამოკითხვის მიხედვით, პარტიის წევრთა უმრავლესობა კოალიცია "ქრთული ოცნების" შემადგენლობიდან გასვლას და არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას მხარს უჭერს. პარტიის წევრების ინფორმაციით, ყრილობის ბოლოს კენჭისყრა ჩატარდება, სადაც დელეგატები საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

"წინასწარი მონაცემები ასეთია: 461 დელეგატიდან 360 დელეგატი მხარს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას უჭერს, 97 – საარჩევნო ბლოკში, ხოლო 4-მა თავი შეიკავა. კოალიციის დატოვებასთან დაკავშირებულ კითხვაზე 342 დელეგატი აფიქსირებს, რომ კოალიციიდან გავდივართ, 117 – ვრჩებით კოალიციაში, 2-მა თავი შეიკავა", განუცხადა ჟურნალისტებს რევაზ შავიშვილმა.

პარტიის რიგგარეშე ყრილობა მედიისთვის დახურულია.

Print