პეტიცია - შენი ხმა თვითმმართველობაში
თანაზიარის როლი პროექტში "პეტიცია - ხალხის ხმა თვითმმართველობაში"
სტუდიის სტუმარი: საქველმოქმედო ცენტრის "თანაზიარი" ხელმძღვანელი ხათუნა ბეჭვაია;
სატელეფონო ჩართვა:
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით გოგუა;

გადაცემის თემა:
თანაზიარის როლი პროექტში ,,პეტიცია - ხალხის ხმა თვითმმართველობაში'';

წამყვანი: სოფო ხუბულავა

პროექტის - "პეტიცია - ხალხის ხმა თვითმმართველობაში" მთავარი მიზანია მოქალაქეთა გააქტიურებით, პრობლემათა გამოვლენით, პეტიციების მომზადებით, საკრებულოებში წარდგენით და ადვოკატირების კამპანიის გზით თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის წარმატებული პრაქტიკის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ის აჭარაში, გურიასა და სამეგრელო-ზემოსვანეთში არსებულ 20 მუნიციპალიტეტში შექმნის მოსახლეობის პრობლემების კვლევის, პრიორიტეტების მიხედვით დაჯგუფების, პეტიციების მომზადების, ხელმოწერების შეგროვების, საკრებულოებში წარდგენისა და განხილვის პრეცენდენტებს.
Print