გარდაცვლილი წვევამდელის დედა: პროკურორი დაგვპირდა, რომ საქმის დეტალებს გაგვაცნობს
სოფელ მუჟავაში, აფხაზეთის ე.წ. საზღვართან უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი წვევამდელის ოჯახის წევრები და მათი ადვოკატი საქმის პროკურორს დავით პაპავას შეხვდნენ. გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, პროკურატურა მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ გეგმავს.

"გამოძიების ხელახლა დაწყების თაობაზე, რაც იყო ჩვენი მოთხოვნა, არ შესრულდება, თუმცა პროკურორი დაგვპირდა, რომ საქმის დეტალებს გაგვაცნობს", - აღნიშნა იზა რუსიამ.

ბექა რუსიას ოჯახს გამოძიების ვერსიის არ სჯერა და ვარაუდობს, რომ აღნიშნულ საქმეზე რამდენიმე პირის ბრალეულობა იკვეთება.

სამეგრელო-აფხაზეთის ე.წ. საზღვართან 26 ოქტომბერს გარდაცვალილი ბექა რუსიას საქმეზე ერთი პირია დაკავებული. გამოძიება სს კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

Print