ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება - ჯარიმები 500 ლარიდან იწყება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარის, ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. უწყების ცნობით, ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა.

ამავე ცნობით, საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება 500-დან 1000 ლარამდე, ხოლო თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.

ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებულ სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.

Print