სპორტი
ზუგდიდში წლის საუკეთესო სპორტსმენები დააჯილდოეს
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

2015 წლის საუკეთესო სპორტსმენები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ვიცე-გუბერნატორმა კობა ქანთარიამ, ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ დააჯილდოეს.

130-მა ახალგაზრდა წარმატებულმა სპორტსმენმა ფულადი ჯილდოები, სპორტული ინვენტარი და ფორმები მიიღო.

გუბერნატორმა სპორტსმენებს მიღწეული წარმატებები მიულოცა და სპორტის განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის მადლობა გადაუხადა.

დაჯილდოების ცერემონიალს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მწვრთნელები დაესწრნენ.

Print