სპორტი
მარტვილს ახალი საფეხბურთო სკოლა ექნება
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში საფეხბურთო სკოლის სარეკონსტრუქციო სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. პირველ ეტაპზე შენობის კაპიტალური გადახურვა მოხდა. რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 183 ათასი ლარი დაიხარჯა.

წელს კი შენობის სრული რეაბილიტაცია მოხდება. მოეწყობა საცხოვრებელი ოთახები, კვების ბლოკი, სავარჯიშო და საკონფერენციო ოთახები, მოეწყობა საფეხბურთო ბაზის ეზო. ფეხბურთის ფედერაციის დახმარებით იგეგმება ახალი, თანამედროვე სტანდარტების საფეხბურთო მოედნის მშენებლობა.

გუბერნატორმა დღესვე მარტვილის კერძო სკოლა „სხივის“ სპორტული დარბაზის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

Print