სპორტი
ConIFA-ს ჩემპიონატის მონაწილეები სოხუმში ჩადიან
არაღიარებული ქვეყნების საფეხბურთო მსოფლიო ჩენპიონატი ConIFA სოხუმში 28 მაისს დაიწყება. აფხაზური მედიის ინფორმაციით, უცხოური გუნდების ნაკრებები, რომლებიც დღეს აფახაზეთში ჩადიან, გაგრაში განთავსდებიან. ჩემპიონატში 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. გახსნის ცერემონია სოხუმში, „დინამოს“, სტადიონზე, 21:00 საათზე დაიწყება.

29 მაისს, ჯგუფური, ხოლო 5 ივნისს - ფინალური ეტაპის მატჩები გაიმართება. თამაშები, სოხუმში, „დინამოს“, ხოლოს გაგრაში - დაურ ახვლედიანის სახელობის მოედანზე შედგება.

Print