სპორტი
პორტუგალია "ევრო 2016"-ის გამარჯვებულია
პორტუგალიის ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

პორტუგალიამ ფინალურ მატჩზე საფრანგეთის ნაკრები ანგარიშით 1:0 დაამარცხა. გადამწყვეტი გოლი ედერმა დამატებით დროში, 109-ე წუთზე გაიტანა.

პორტუგალიამ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატში ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვა.

დასავლური პრესის ცნობით, პარიზში „ევრო-2016“-ის ფინალის შემდეგ არეულობა მოხდა. დაკავებულია 40-მდე ადამიანი. დაპირისპირება სამართალდამცველებსა და გულშემატკივრებს შორის მაშინ მოხდა, რასაც ისინი ეიფელის კოშკის მიმდებარედ, ე.წ. ფან-ზონაში არ შეუშვეს.

სამართალდამცველებმა გუშემატკივრების დასარბევად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

შეტაკებები მოხდა „სტად დე ფრანსის“ სტადიონთანაც, სადაც ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართა.
Print