სპორტი
თბილისში რიოს 31-ე ფესტივალზე გაცილების ცერემონია გაიმართა
ოლიმპიურ პარკში ოლიმპიელების რიოს 31-ე ფესტივალზე გაცილების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას სპორტსმენები, ცნობილი სახეები და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

რიოს ოლიმპიადაზე წელს 39 სპორტსმენი, აქედან 9 ქალი მიემგზავრება. ქართველი სპორტსმენები სპორტის 13 სახეობაში იასპარეზებენ. დელეგაცია რიოში 26 ივლისს გაემგზავრება.

"იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ შარშან და წელს გვქონდა კარგი შედეგი მსოფლიო ჩემპიონატებზე, ევროპის ჩემპიონატებზე გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ რიოდან ასევე წარმატებით დავბრუნდებით", - განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა გუჯა ბერიშვილმა.

როგორც სპორტსმენტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა განაცხადა, ყველა სპორტსმენი ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

"მომზადებულები ვართ ძალიან კარგად, ამისთვის დიდი ხანი ვემზადებოდით. შემიძლია გითხრათ, რომ ველოდებით ოქრის მედალას, ყველა აუცილებლად ვიბრძოლებთ ოქროსთვის", - განაცხადა მან.

რიოს ოლიმპიადა 5 აგვისტოს დაიწყება და 21 აგვისტოს დასრულდება.
Print