სპორტი
ანაკლიაში ავტომოყვარულ წყვილთა რბოლა გაიმართება
ანაკლიაში 14 აგვისტოს ავტომოყვარულებში წყვილთა რბოლა გაიმართება. მსურველთა რეგისტრაცია დილის 9 საათზე დაიწყება, ხოლო შეჯიბრი 11 საათზე გაიმართება.

რბოლა მომავლის ბანაკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება და მასში ავტომობილები ერთმანეთს კლასების მიხედვით შეჯიბრებიან.

ღონისძიების ორგანიზატორი "Western Drivers Club - სამეგრელოა".
Print