სპორტი
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,( 57 კგ წონით კატეგორიაში) გაიმართა შეჯიბრი, სადაც საქართველოს სახელს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი იცავდა.

მან პირველ წრეში დაისვენა, მერვედფინალში კი ყაზახ ნურისლამ სანაევს დაუპირისპირდა. მეტოქეს კი ანგარიშით 4:3 სძლია.

მეოთხედფინალში ქართველი სპორტსმენი აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევს ეჭიდავა და მეტოქე 4:3 დაამარცხა.

მომდევნო ეტაპზე ხინჩეგაშვილი ბულგარელ ვლადიმერ დუბოვს შეხვდა,სადაც მეტოქე- ანგარიშით 8:4 დაამარცხა.

ფინალში კი ლადოს მეტოქე იაპონელ რეი ჰიგუჩი იყო. შეხვედრა ფრედ 3:3 დასრულდა, თუმცა იაპონელებმა გააპროტესტეს, დამკვირვებლებმა კი მისი გადაწყვეტილება არ დააკმაყოფილეს და ლადოს დამატებით 1 ქულა მისცეს.

საბოლოო ჯამში შეხვედრა 4:3 ლადო ხინჩეგაშვილის სასარგებლოდ დასრულდა.
Print