სპორტი
დავით ქირია მორიგი გამარჯვებისთვის ემზადება
კიკბოქსიორი დავით ქირია ჩინეთში გაემგზავრა. საერთაშორისო ორგანიზაციის "KUNLUN FIGHT" რიგით 54- ე ტურნირის მეოთხედფინალში ის ჰოლანდიელ მუჰამედ მეზოუარს შეხვდება.

"მყავს ძლიერი მოწინააღმდეგე, მაგრამ მჯერა, რომ გამოცდილება დამეხმარება გამარჯვების მოპოვებაში, ყველაფერს გავაკეთებ, იმისათვის რომ გულშემატკივრებს იმედი არ გავუცრუო" - თქვა ქირიამ რადიო "ათინათთან" საუბრისას.

"KUNLUN FIGHT" -ის ვერსიით 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ქალაქ უხანში 30 ოქტომბერს გაიმართება.

Print