სპორტი
კლუბ "ხარებას" ცხენოსნების მორიგი წარმატება
სამტრედიის იპოდრომზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ტრადიციულ ამხანაგურ ტურნირში საცხენოსნო კლუბმა „ხარება“ წარმატებულად იასპარეზა. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მხედრები ერთმანეთს ცხენოსნობის ტრადიციულ სახეობებში შეეჯიბრნენ. „ხარებიდან“ წარმოდგენილი ოთხი ცხენოსნიდან ორმა - პირველი, ორმა კი მეორე საპრიზო დაიკავა. 2400 მეტრიან დისტანციაზე 1 ადგილი კლუბს ცხენმა - ფაზისმა მოუტანა.




ფოტო: საცხენოსნო კლუბი "ხარება"


„ხარების“ ცხენოსანმა მოიპოვა პირველი ადგილი დოღის 1200 მეტრიან გარბენშიც.



ფოტო: საცხენოსნო კლუბი "ხარება"


კლუბის დამფუძნებლის მამა იაკობ ეხვაიას თქმით, მისი სურვილი ზუგდიდში მივიწყებული საცხენოსნო ტრადიციების აღდგენაა. ის იმედს გამოთქვამს რომ მომავალში საცხენოსნო შეჯიბრებებს ჩვენი ქალაქიც უმასპინძლებს.



ფოტო: საცხენოსნო კლუბი "ხარება"


ამავე თემაზე:

ზუგდიდის საცხენოსნო კლუბი საქართველოს ჩემპიონია (ვიდეო)

ზუგდიდის საცხენოსნო კლუბი საქართველოს პირველობისთვის იბრძვის (ვიდეო)

საცხენოსნო კლუბ "ხარების" მორიგი წარმატება (ვიდეო)

პირველი კვიცი საცხენოსნო კლუბ ხარებაში (ვიდეო)
Print