სპორტი
დავით ქირია Kunlun Fight -ის ჩემპიონობისთვის იბრძვის
27 აგვისტოს ჩინეთში კიკბოქსინგის საერთაშორისო ორგანიზაცია Kunlun Fight ეგიდით გამართულ მერვედფინალურ ბრძოლაში ზუგდიდელმა დავით ქირიამ გაიმარჯვა.

მან მოწინააღმდეგე ჰოლანდიელი მაროუნ თუთუ 70 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში დაამარცხა.

„მადლობას ვუხდი ყველას გულშემატკივრობისთვის, ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს და თითოეული სიტყვა არის დამატებითი მოტივაცია.ყველაფერს გავაკეთებ, რომ კიდევ ერთხელ მოვუტანო წარმატება ჩემს ქვეყანას და ქალაქს“ - უთხრა რადიო „ათინათს“ ქირიამ.

მისივე თქმით, ის მეოთხედფინალური ბრძოლისთვის ემზადება, რომელიც 11 ნოემბერს პარიზში გაიმართება.




დავით ქირია GLORY- ის სერიის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონია.

Print