კორონავირუსი
სამეგრელოში თვითიზოლაციაში მყოფთა რაოდენობა გაიზარდა
სამეგრელო-ზემო სვანეთში, თვითიზოლაციაში 329 ადამიანი იმყოფება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ  "საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის" დირექტორმა ბრიფინგზე ისაუბრა. ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, თვითიზოლაციის პერიოდი 63-მა პირმა დაასრულა. 

„დღეს მდგომარეობით, რეგიონში კორონავირუსის არცერთი დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს. რეგიონში შემოყვანილ იქნა 20-მდე პაციენტი, მათ გაეწიათ სამედიცინო დახმარება და არცერთი მათგანი არ ჩაითვალა კორონავირუსზე  საეჭვოდ. ყველა გადავიდა თვითიზოლაციაში და გრძელდება მეთვალყურეობა. 32 პირია დღეს საკარანტინო სივრცეში - 30 ანაკლიაში და 2 მესტიაში. ისინი გადმოყვანილი არიან თბილისის საუნივერსიტეტო და გორის კლინიკიდან. მათ უტარდებათ სამედიცინო შემოწმება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ ეტაპზე სამეგრელოში 329 პირი გადის თვითიზოლაციას. კარანტინში იმყოფება 26 ადამიანი, აქედან 12 იძულების წესით. 63 პირს თვითიზოლაციის ვადა დაუმთავრდა“, - ამბობს ოდიშარია.

მისივე თქმით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო და ფოთის ჰოსპიტალი პაციენტების მისარებად მზად არის. ოდიშარია ამბობს, რომ დაწესებულებები შესაბამისს ინვენტარით აღჭურვილია.






Print