კორონავირუსი
ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობა“ პირბადეებს არიგებს (ვიდეო)
ფონდი "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის"  და „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში პირბადეებს, სადეზინფექციო ხსნარებს და ხელთათმანებს არიგებენ. სამედიცინო აღჭურვილობის მისაღებად ადგილზე ათობით ადამიანია შეკრებილი.  ინიციაატივა ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის.

„ყველას უნდა ეს სადეზინფექციო ხსნარები მიიღოს. ხალხი ბევრია, რიგს დავარეგულირებთ და ისე დავარიგებთ. არცერთი ადამიანი არ დარჩება პირბადისა და სადეზინფექციო ხსნარის გარეშე“, - ამბობს ენმ-ს წევრი დათა შელია.


მიხედავად პოლიციელების ადგილზე ყოფნისა და მოწოდებისა, მოქალქეებს შორის დისტანცია არ იყო დაცული, რადგან ყველა ცდილობდა ზემოაღნიშნული ნივთები მიეღო.

Print