კორონავირუსი
ხობში 10-ჯერ მეტი ფართობია დამუშავებული წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - გუბერნია
ამ დროისთვის ხობის მუნიციპალიტეტში 3000 ჰექტარი მიწის ფართობია დამუშავებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10-ჯერ მეტია. ინფორმაციას სამხარეო ადმინიტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ადგილზე მხარის რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია გაეცნო.



,,სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები მიმდინარეობს კარგად, ამინდის მხრივ გაგვიმართლა, თუ შევადარებთ შარშანდელ მონაცემებს, გასულ წელს ამ დროისთვის დამუშავებული იყო სულ 200 ჰექტარი, წელს უკვე გვაქვს ხობში 3000 ჰექტარი და სამუშაოები გრძელდება. ერთადერთი პრობლემა რაც გვრჩება ეს არის ტექნიკის დამატება, რაზეც სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ“ - აღნიშნა მოწერელიამ.



მხარის გუბერნატორმა ახალგაზრდა ფერმერის აკაკი მალანიას ფართობიც დაათვალიერა. ფერმერი მშობლიურ მუნიციპალიტეტშის პანდემიის შემდეგ დაუბრუნდა და ის ხობში სიმინდის, დაფნის და მოცვის მოყვანას გეგმავს.



„პანდემიის მერე დავუბრუნდი სოფელს. ახალგაზრდები ვცდილობთ დავამუშაოთ მიწები და ამით შემოსავალი მივიღოთ. სხვადასხვა კულტურის მოყვანით ვარ დაინტერესებული“, თქვა ფერმერმა.


Print