კორონავირუსი
კორონავირუსით მე -7 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ეს ქვეყანაში ახალი ვირუსით გარდაცვლილი მე-7 ადამიანია.

ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ  stopcov.ge-ზე განახლდა. ამავე ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 566-ს შედგენს. მათგან გამოჯანმრთელებულია 207 ადამიანი. კარანტინის რეჟიმშია - 5320 პირი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 548. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
Print