კორონავირუსი
მოქალაქეებს საბანკო სესხი 3 თვით გადაუვადდება
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან შემოსავალი შეუმცირდათ, საბანკო სესხი კიდევ სამი თვით გადაუვადდებათ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

,,საქართველოს მთავრობის და საბანკო სექტორის ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის შედეგად, კრიზისის პირველივე ეტაპზე მივიღეთ ერთობლივად გადაწყვეტილება და ფიზიკურ პირებს კრედიტის პროცენტი 3 თვით გადაუვადდა, ეს სამი თვე უკვე გავიდა. გუშინ შეხვედრაზე მივიღეთ ერთობლივი, შეჯერებული გადაწყვეტილება - პირველი - ყველა იმ მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და სახელმწიფო თავისი სოციალური ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება შედგომი სამი თვის განმავლობაში ავტომატურად გადაუვადდება სესხის მომსახურება'',  - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სხდომაზე მან ასევე აღნიშნა, რომ 23 მაისიდან საგანგებო მდგომარეობასთან ერთად ქვეყანაში კომენდანტის საათის გაუქმდება.
Print