კორონავირუსი
ასლან ბჟანიას კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა - პასუხი უარყოფითია
მოსკოვში მგზავრობის შემდეგ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს ასლან ბჟანიას  და მისი დელეგაციის წევრებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდათ, ამის შესახებ "ჯანდაცვის" მინისტრმა თამაზ ცახნაკიამ განაცხადა, წერს "აფსადგილ ინფო". 

"სამუშაო ვიზიტის მსვლელობისას აფხაზური დელეგაციის წევრები – პრეზიდენტი ასლან ბჟანია, ფინანსთა მინისტრი ვლადიმირ დელბა და ეკონომიკის მინისტრი ქრისტინა ოზგანი საკმაოდ მკაცრი იზოლაციის პირობებში იმყოფებოდნენ. რესპუბლიკაში დაბრუნების შემდეგ, პრეზიდენტი თვითიზოლაციის რეჟიმს იცავდა, ისევე, როგორ ვიცე- პრემიერები. მათ ორჯერ ჩაუტარდათ ტესტირება, ანალიზების პასუხები უარყოფითია", – განაცხადა ცახნაკიამ.

ასლან ბჟანია რუსეთის დედაქალაში 6 მაისს ჩავიდა. ეს იყო მისი პირველი სამუშაო ვიზიტი "პრეზიდენტის" რანგში.

Print