კორონავირუსი
ზუგდიდში გამოკვლეულ 245 პირს კორონავირუსი არ დაუდგინდა
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 31 აგვისტოს 245 პირის ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა, მათ შორისაა 21 პაციენტი, 59 მედპერსონალი, ასევე კარანტინში 8  თვითიზოლაციაში მყოფი 5 მოქალაქე, შსს 138 თანამშრომელი, 4 მძღოლი, ეპიდაფეთქების კერაში მყოფი 4 პირი, დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი 15.

ყველა პასუხი უარყოფითია.

საქართველოში 38-ით გაიზარდა კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა. 2 სექტემბრის დილის მონაცემებით, სულ ინფიცირებულია 1548 ადამიანი.




Print