კორონავირუსი
ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის კიდევ 25 შემთხვევა გამოვლინდა
დღევანდელი მონაცემებით ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ,,აფსადგილ ინფო'' ავრცელებს. გასულ დღე-ღამეში ტესტი 190 ადამიანს ჩაუტარდა. ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 30 კოვიდადასტურებული პაციენტი მკურნალობს.

ჯამში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი სულ 384 ადამიანს გამოუვლინდა, მათგან 138 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.




Print