კორონავირუსი
აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 21 ახალი შემთხვევა დადასტურდა
გასული დღე - ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში ტესტირება 73 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან კორონავირუსი 21 პირს დაუდგინდა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით "აბაზა ტვ" ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში 53 პაციენტი მკურნალობს, მათგან 6 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია, 11 კი საშუალო სიმძიმისაა.

ჯამში პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსი სულ დადასტურებული აქვს 557 ადამიანს, მათგან 158 გამოჯანმრთელდა, 5 - გარდაიცვალა.

Print