კორონავირუსი
საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ StopCov-ზე განახლდა. ამავე ინფორმაციით კარანტინის რეჟიმშია 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390 პირი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, 9-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და 1334-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
Print