კორონავირუსი
ხობის “კოლხეთის” ფეხბურთელებს კორონავირუსი დაუდასტურდათ
ხობის საფეხბურთო კლუბ “კოლხეთის” 15 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა. კლუბის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კოვიდ 19-ზე ტესტის პასუხს ელოდება კიდევ ხუთი ფეხბურთელი.

ააიპ "ხობის კოლხეთის" ხელმძღვანელის ბეჟან ბერაიას ინფორმაციით, გორში, სამი დღის წინ გამართული მატჩის შემდეგ ერთ-ერთ ფეხბურთელს ტემპერატურა აღენიშნებოდა, ტესტირების შედეგად კი მას ინფექცია დაუდასტურდა. სწორედ ამის შემდეგ გაიტესტნენ მასთან კონტაქტში მყოფი კლუბის წევრებიც.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კლუბი ფეხბურთის ფედერაციას თამაშების გადადებას სთხოვს.

Print