კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით ინფიცირების 140 ახალი შემთხვევა დადასტურდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსი 140 ადამიანს დაუდგინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით  ბოლო 24 საათში ქვეყნაში დაფიქსირებული ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 1 784-ია, ხოლო საერთო რაოდენობა კი 220 508-ს შეადგენს. 

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 4 119 ადამიანი განიკურნა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 200 339-ს აღწევს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 39 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე დაავადებას 2 352 ადამიანი ემსხვერპლა.









Print