კორონავირუსი
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში მყოფი 225 პაციენტიდან, 10-ის მდგომარეობა მძიმეა
ამ დროისთვის, სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 225 პაციენტი გადის მკურნალობის შესაბამის კურსს. აქედან, რუხის კლინიკაში 67 პირია მოთავსებული. სენაკის "სენა-მედში" მყოფი 37 კოვიდპაციენტიდან, 3 მძიმეა. ფოთის კლინიკაში 40 პაციენტი გადის მკურნალობას, მათგან 4 მძიმე პაციენტია. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 14 პირია მოთავსებული, მათ შორის, 2 მძიმეა. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 27 პირი გადის მკურნალობის შესაბამის კურსს, ხოლო სენაკის "ლაზიკა მედში" 40 პაციენტი იმყოფება.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 84 პაციენტი გამოჯანმრთელდა. რეგიონის მასშტაბით სულ კარანტინში 21 მოქალაქე იმყოფება.

ინფორმაციისთვის, რეგიონში ინფიცირების 158 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

Print