კორონავირუსი
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში მყოფი 220 პაციენტიდან 5-ის მდგომარეობა მძიმეა
ამ დროისთვის, სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 220 პაციენტი გადის მკურნალობის შესაბამის კურსს.
მათგან რუხის კლინიკაში 71 პირია მოთავსებული. სენაკის "სენა-მედში" მყოფი 39 კოვიდპაციენტიდან 1 მძიმეა. ფოთის კლინიკაში 37 პაციენტი გადის მკურნალობას, მათგან 3 მძიმე პაციენტია. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 14 პირია მოთავსებული, მათ შორის, 2 მძიმეა. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 22 პირი გადის მკურნალობის შესაბამის კურსს, ხოლო სენაკის "ლაზიკა მედში" 37 პაციენტი იმყოფება.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 55 პაციენტი გამოჯანმრთელდა. რეგიონის მასშტაბით სულ კარანტინში 26 მოქალაქე იმყოფება.

ინფორმაციისთვის, რეგიონში ინფიცირების 105 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

Print