კორონავირუსი
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში მყოფი პაციენტებიდან 8-ის მდგომარეობა მძიმეა
ამ დროისთვის, სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 220- მდე პაციენტი გადის მკურნალობის შესაბამის კურსს. მათგან 8 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

კერძოდ, რუხის კლინიკაში 73 პირია მოთავსებული. სენაკის "სენა-მედში" მყოფი 39 კოვიდპაციენტიდან 1 მძიმეა. ფოთის კლინიკაში 37 პაციენტი გადის მკურნალობას, მათგან 3 მძიმე პაციენტია. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 14 პირია მოთავსებული, მათ შორის, 2 მძიმეა. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 18 პირი გადის მკურნალობის შესაბამის კურსს, ხოლო სენაკის "ლაზიკა მედში" 35 პაციენტი იმყოფება.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 70 პაციენტი გამოჯანმრთელდა. რეგიონის მასშტაბით სულ კარანტინში 31 მოქალაქე იმყოფება.

ინფორმაციისთვის, რეგიონში ინფიცირების 105 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ერთი პირი გარდაიცვალა.
Print