კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით ინფიცირების 145 ახალი შემთხვევა დადასტურდა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 17 398​ ადამიანი გამოკვლიეს და გამოვლინდა ინფიცირების 1 550 ახალი შემთხვევა. აქედან 145 სამეგრელო - ზემო სვანეთში დაფიქსირდა. 

ამავე ცნობით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 249 465-ს.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 494 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 235 130 -მდე.

კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა. დღემდე ვირუსს ჯამში 2 973 პირი ემსხვერპლა.
Print