კორონავირუსი
სამეგრელოს კოვიდცენტრებში 228 პაციენტიდან მძიმე მდგომარეობაშია 7 პირი
სამეგრელოს მასშტაბით არსებულ კოვიდმიმღებ კლინიკებში ბოლო მონაცემებით 228 ადამიანი მკურნალობს, მათგან 7 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 77 პაციენტი რუხის კლინიკაშია მოთავსებული, ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 4 მძიმეა, სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 39 კოვიდინფიცირებული, მათ შორის მძიმეა 1-ის მდგომარეობა, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 14 ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 2 მძიმე მდგომარეობაშია, აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში 25 პაციენტია მოთავსებული,სენაკის "ლაზიკა მედში" კი 33.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოვლინდა ინფიცირების 145 ახალი შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელდა 179 ადამიანი.

საკარანტინო სივრცეებში 45 პირი იმყოფება.

Print