კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 6 122​ ადამიანი გამოკვლიეს და გამოვლინდა ინფიცირების 469 ახალი შემთხვევა. აქედან 32 სამეგრელო - ზემო სვანეთში დაფიქსირდა. 

ამავე ცნობით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 249 934-ს.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 1 792 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 236 922-მდე.

კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა. დღემდე ვირუსს ჯამში 2 987 პირი ემსხვერპლა.
Print