კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით ინფიცირების 73 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე  14 827 ადამიანი გამოიკვლიეს და გამოვლინდა ინფიცირების 903 ახალი შემთხვევა. აქედან 73 სამეგრელო - ზემო სვანეთში დაფიქსირდა. 

ამავე ცნობით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 251 974-ს.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 636 პირი, ხოლო ჯამში მათი რაოდენობა გაიზარდა 238 737-მდე.

კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა. დღემდე ვირუსს ჯამში 3 022 პირი ემსხვერპლა.
Print