კორონავირუსი
სამეგრელოს კლინიკებში 190 ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 12 მძიმედაა
სამეგრელოს 6 კოვიდმიმღებ კლინიკაში 190 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს, მათგან 12 ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამავე ცნობით, რუხის კლინიკაში მკურნალობს 68 კოვიდ პაციენტი, ფოთის ჰოსპიტალში - 40, სენაკში,"სენამედის" კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 27 პაციენტი, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 18 პაციენტი რჩება, აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში - 20, სენაკში "ლაზიკა მედიში" - 17.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 62 ინფიცირებული, სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება 57 ადამიანი.
Print