კორონავირუსი
კორონავირუსით სამეგრელო-ზემო სვანეთში კიდევ 98 ადამიანი დაინფიცირდა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 17 349 ადამიანი გამოიკვლიეს და დადასტურდა ინფიცირების 1 006 ახალი შემთხვევა. აქედან 98 სამეგრელო - ზემო სვანეთში დაფიქსირდა. ამავე ცნობით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 254 822-ს.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 050 პირი, ხოლო ჯამში მათი რაოდენობა გაიზარდა 244 446-მდე.

კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 25 ადამიანი გარდაიცვალა. დღემდე ვირუსს ჯამში 3 096 პირი ემსხვერპლა.
Print