კორონავირუსი
სოხუმი: ანქვაბის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ალექსანდრე ანქვაბის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და დადებითი დინამიკა შეიმჩნევა, ინფორმაცია "მინისტრთა კაბინეტის" ვებგვერდზეა განთავსებული. მედიკოსების შეფასებით, პაციენტი კონტაქტურია და მას შესაბამისი მედიკამენტოზური თერაპია უტარდება.

ალექსანდრე ანქვაბს კორონავირუსი 30 დეკემბერს დაუდასტურდა, 4 იანვარს კი ის გუდაუთის ჰოსპიტალში მოათავსეს. მის მდგომარეობას მედიკოსები აფასებდნენ, როგორც საშუალოდ მძიმეს, თუმცა, 7 იანვარს გამართული კონსილიუმის შემდეგ გადაწყდა, რომ გართულებების თავიდან ასაცილებლად, ანქვაბი მკურნალობას რუსეთის ერთ - ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გააგრძელებდა.

8 იანვრიდან აფხაზი პოლიტიკოსი ინტენსიური თერაპიის კურსს რუსეთის ფედერალური მედიკო–ბიოლოგიური სააგენტოს საავადმყოფოშო გადის, სადაც ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე იყო შეერთებული.

Print