კორონავირუსი
კორონავირუსით ​აფხაზეთში 1 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 85 ახალი შემთხვევა
დე ფაქტო რესპუბლიკაში Сovid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით აფხაზეთში 555 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 85-ს კორონავირუსი დაუდგინდა. ამავე ცნობით, გარდაიცვალა კიდევ 1 პაციენტი. 74 წლის ქალი გუდაუთის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს.

ამ ეტაპზე გუდაუთის კლინიკაში 107 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, აქედან 33-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურში 33, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში 18, ტყვარჩელის კლინიკაში 15, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში 25, საველე ჰოსპიტალში კი 48 პაციენტი იმყოფება.

აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 11 301 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 161, გამოჯანმრთელებული კი 9207 ადამიანი.


Print