კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 78 ადამიანს დაუდასტურდა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 17 850 ადამიანი გამოიკვლიეს და დადასტურდა ინფიცირების 723 ახალი შემთხვევა. აქედან 78 სამეგრელო - ზემო სვანეთში დაფიქსირდა. ამავე ცნობით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 256 287-ს. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 6 675 აქტიური შემთხვევიდან 2 770 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. სამეგრელოს კოვიდმიმღებ ცენტრებში 202 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს. 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 932 პირი, მათ შორის 203 სამეგრელოს მასშტაბით. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 245 527-მდე.​

კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა. დღემდე ვირუსს ჯამში 3 127 პირი ემსხვერპლა.
Print