კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთში Covid 19-ით ინფიცირების 79 ახალი შემთხვევა დადასტურდა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 19 311 ადამიანი გამოიკვლიეს და დადასტურდა ინფიცირების 669 ახალი შემთხვევა. აქედან 79 სამეგრელო - ზემო სვანეთში დაფიქსირდა. ამავე ცნობით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 256 956-ს. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 6 686 აქტიური შემთხვევიდან 2 731 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. სამეგრელოს კოვიდმიმღებ ცენტრებში 195 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს. 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 637 პირი, მათ შორის 124 სამეგრელოს მასშტაბით. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 247 096-მდე.​

კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 21 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 2 ზუგდიდსა და ჩხოროწყუში. დღემდე ვირუსს ჯამში 3 148 პირი ემსხვერპლა.
Print