კორონავირუსი
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 194 პაციენტი მკურნალობს, მძიმედაა 12
ბოლო მონაცემებით სამეგრელოს მასშტაბით არსებულ კოვიდმიმღებ კლინიკებში 194 ადამიანი მკურნალობს, მათგან 12 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 70 პაციენტი რუხის კლინიკაშია მოთავსებული. ფოთის ჰოსპიტალში 39 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 4 მძიმეა. სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 36 კოვიდინფიცირებული, მათ შორის მძიმეა 5-ის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 25 ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 3 მძიმე მდგომარეობაშია. აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში 6 პაციენტი რჩება, სენაკის "ლაზიკა მედში" კი 18.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 44 ადამიანი, გამოვლინდა Covid 19-ით ინფიცირების 72 ახალი შემთხვევა.

სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა. 86 წლის ქალი ზუგდიდის მკვიდრია და რუხის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს. 

საკარანტინო სივრცეებში 48 პირი იმყოფება. 

Print